საქართველოს პრეზიდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჯაშუშების გამოვლენისა და დაკავებისთვის მადლობას უხდის.
"პრეზიდენტი მადლობას უხდის ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლებს, რომელთა პროფესიონალიზმმა რუსეთის სამხედრო აგენტურული ქსელისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა Aშესძლო", - პრეზიდენტის ეს პოზიცია საზოგადოებას დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, რუსეთის აგენტურული ქსელის საქმიანობა, როგორც ქვეყნის, ისე მოსახლეობის უსაფრთხოების წინააღმდეგ იყო მიმართული.