არ არსებობს ძალა რაც მაიძულებს ჩემი ქვეყანა ვლანძღო და ვაძაგო, ან აქ ჩამოსვლის მსურველს ვუთხრა, რომ საშინელი ქვეყანაა, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანი, რითაც იგი ავსტრალიელი მასწავლებლის თბილისში მკვლელობის ირგლივ საზოგადოების ნაწილის რეაქციას ეხმიანება.
„არ არსებობს ძალა, რაც მაიძულებს ჩემი ქვეყანა ვლანძღო და ან აქ ჩამოსვლის მსურველს ვუთხრა, რომ საშინელი ქვეყანაა, რომ ამ არაჩვეულებრივ ხალხში, მრავალფეროვან ბუნებასა და კუთხეებში მათ არ ელიან ან მტრულად განწყობილები ხვდებიან
მაშინაც კი, როცა ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა წინა რეჟიმმა ჩემს ოჯახს, არ გამჩენია სურვილი ქვეყანა დამეტოვებინა ან ჩემს ხალხზე საშინელებები მეფიქრა.
ჩვენ მშვენიერი ქვეყანა გვაქვს, ადამიანებიც არაჩვეულებრივი და კარგები , ნიჭიერი და თავისუფლების მოსურნე, და თუ ერთეული ცუდი გამოგვერევა ნუ განვაზოგადებთ ამას მთელს ერზე. ჩვენი სამშობლო უნიკალურია და სხვისას მირჩევნია!“, - წერს წილოსანი.