ხვალ, 18 ნოემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ ოზურგეთიდან სადგურ მახინჯაურის მიმართულებით გაემგზავრება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელექტრომატარებელი, რომლის სამგზავრო ფასი 50 თეთრია.
თანამედროვე დიზაინის ხუთვაგონიანი მატარებელი, შპს ~საქართველოს რკინიგზამ~ სს "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნიდან~ მიიღო.Mსამგზავრო შემადგენლობა, ტრანსფორმირებადი ტიპის ვაგონებითა და ახალი ინტერიერითაა აღჭურვილი. სალონში რბილი სავარძლები დგას, ვაგონებში დამონტაჟებულია კონდიცირების სისტემა.
საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ახალი საინვესტიციო პროგრამის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე წლის ბოლომდე საგარეუბნო და ადგილობრივ მიმართულებებზე მოძრავი ელექრტომატარებლების განახლებას.