ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თეა წულუკიანის ქცევა, როცა მან "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, აბსოლუტურად არ ახასიათებს დემოკრატიულ სახელმწიფოებს.
"თქვენი კულტურის მინისტრის ქცევამ დაგვამუნჯა, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოს, მაგრამ ჟურნალისტების მხრიდანაც ხანდახან მსურს დავინახო მეტი დისტანცია, რადგან ზოგიერთი წარმომადგენელი ძლიერ ზეწოლას განიცდის. ეს არ გამოდგება გამართლებად მინისტრისა, რომლიც მიკროფონს იპარავს. ხანდახან კარგია, პატივი ვცეთ პოლიტიკოსების პირად სივრცეს, დავამატებ ბოლო წინადადებას, რომ ჩვენ გვაშფოთებს, რომ მედიის თავისუფლება შეტევის ქვეშაა ამ ქვეყანაში", - თქვა ევროპარლამენტარმა.
შეგახსენებთ, 22 ივლისს თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.
მოგვიანებით, თეა წულუკიანმა თეატრის სცენიდან, "მთავარი არხის" მიკროფონის თანხლებით, საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ მიკროფონს მხოლოდ 3 ოქტომბერს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დააბრუნებს.
"მთავარმა არხმა" კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა.