ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ, როდესაც 3 ოქტომბერს დილით, ესენი სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკის თეატრში სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.