რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქების ხელმძღვანელების საქმიანობით უკმაყოფილოა და მზად არის ისინი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლოს, თუ საკუთარ მოვალებას თავს ვერ გაართმევენ.
ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება მედვედევმა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქში თავის დესპანთან, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ხლოპონინთან შეხვედრის დროს გააკეთა.
"თუ ვინმეს არ შეუძლია, მან არ უნდა იმუშაოს და მე მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა მედვედევმა და აქვე ხლოპონინს დავალება მისცა, შეამოწმოს რამდენად კარგად მუშაობს ჩრდილო კავკასიაში ადგილობრივი ხელმძღვანელობა.
შეხვედრაზე საუბარი დაღესტანის ეკონომიკურ განვითარებას შეხო, რაზეც რუსეთოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს მუშაობა, საჭიროა კიდევ უფრო გააქტიურება".
ამასთან, დიმიტრი მედვედევმა ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების განვითარების პროექტების დეტალური ანგარიში წარდგენა მოითხოვა.