საქართველოში უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორის დევიდ სმიტის შეფასებით, რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას ისევ ცდილობს.
სწორედ აღნიშნულით ხსნის დევიდ სმიტი ქართული მხარის მიერ რუსეთის სპეცსამსახურებთან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავებას.
"რუსეთი კვლავ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ეს უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას გულისხმობს... არამგონია, ვინმეს უკვირდეს, რატომ აგრძელებს რუსეთი შპიონაჟს საქართველოში", - განუცხადა სმიტმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავა.