უახლოეს დღეებში აბონენტები სასმელი წყლის მიწოდების საფასურს სამოქალაქო რეესტრის ბაზის მონაცემების მიხედვით გადაიხდიან. ამის შესახებ ხელშეკრულება დღეს დაიდება.
ხელშეკრულებას სამოქალაქო რესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი ირაკლი კვაშილავა გააფორმებენ.
ხელშეკრულების თანახმად, აბონენტები სასმელი წყლის მიწოდების საფასურს სამოქალაქო რეესტრის ბაზის მონაცემების მიხედვით გადაიხდიან.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში იმუშავებენ `საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის~ ოპერატორებიც.
ამავე სამსახურებში მოხდება ახალი აბონენტის რეგისტრაციაზე განაცხადების მიღება. ასევე, აბონენტების აღრიცხვასა და დავალიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევა და ინფორმაციის მიწოდება.