ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში იმყოფება.
ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში გუშინ ღამით ჩამოვიდა. კრამონმა საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ შეიტყო.
კრამონი საქართველოში კიევიდან ჩამოვიდა.
ევროპარლამენტარი გუშინ გამოეხმაურა შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას და შეშფოთება გამოხატა მმართველი პარტიის ქმედების გამო, თუმცა აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასაც" შეთანხმების ხელმოწერის არანაირი მცდელობა არ ჰქონია.
კრამონის განცხადებით, ორივე მხარე "საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს".