ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმიანება.
ვიოლა კრამონი სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ამბობს "ჩვენ გვჭირდება ხედვა 2020 წლის შემდგომი აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგთან დაკავშირებით".
"საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ ეს ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ გამოიყურება. "ქართულმა ოცნებამ" ღიად განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებაზე თავისი ხელმოწერა გააუქმა", - აცხადებს კრამონი.
ამასთან, ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით უმსხვილეს ოპოზიციურ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი მცდელობა არ ჰქონია.
"სამართლიანობისთვის: უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" არანაირი ძალისხმევა არ გამოავლინა, რომ ხელი მოაწერა ევროკავშირის ეგიდით მომზადებულ შეთანხმებაზე. ასე რომ, ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს თავიანთი მოქალაქეების ხარჯზე. ეს საერთოდ არ გვეხმარება", წერს კრამონი.