დღეს, 9 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტი გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაზრდის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მეორე მოსმენით განიხილავს და მიიღებს.
აღნიშნული ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით გასული წლის ბოლოს მიიღო, თუმცა მას შემდეგ საკითხის განხილვა აღარ შემდგარა.
პროექტის მიხედვით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების ახალი სახის შემოღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომელსაც მთავრობა დანიშნავს.
როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა თორდია განმარტავს, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს სახელმწიფო გადასახადის ზედა ზღვარი გაზარდოს, მას მოუწევს თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება, რის შემდეგაც უკვე რეფერენდუმზე გავა.