საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიგა ბოკერიას მტკიცებით, ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ამის შესახებ ბოკერიამ აშშ-საქართველოს ქარტიის ფარგლებში შექმნილი დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მაიკლ პოზნერთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც შესაბამისი შეკითხვა მედიის წარმომადგენლების მხრიდან დაისვა.
"პოლიტპატიმრების თემა სერიოზული განხილვის საკითხი არ არის, ვინაიდან ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს", - განაცხადა მან.
თავად მიკლ პოზნერის განმარტებით კი, აღნიშნულ საკითხზე დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა როგორც მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, თუ მათ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები აქვთ, მზადაა მას პირადად გაეცნოს და შეაფასოს, ესა თუ ის პიროვნება ნამდვილად პოლიტიკური პატიმარია თუ არა.