დღეს, 9 ნოემბერს, გორელი ახალგაზრდები პარლამენტში სესიას დაესწრებიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს, სესიას დაესწრება გორის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის 50 აღსაზრდელი, რომლებიც კონფერენციებში და კონკურსებში გამარჯვებულთა შორის შეირჩნენ.
მათთან ერთად იქნებიან დევნილი ახალგაზრდები და სასახლეში შექმნილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების კლუბის წევრები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გორელ ახალგაზრდებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო პროცესზე დასწრების საშუალება ეძლევათ. აღნიშნული ინიციატივა შიდა ქართლის გუბერნატორს, ზურაბ არსოშვილს ეკუთვნის.