ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა.
ტოკიოში მიმდინარე ჩოგბურთელთა ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის სახელით მოთამაშე ალექსანდერ ზვერევთან 4:6, 6:7 დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მარცხის შემდეგ, ზვერევი მეოთხედფინალში გავიდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოში გამოსვლა ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენასთან მოგებით (6:3, 6:2) დაიწყო, მეორე წრეში კი იტალიელ ლორენცო სონეგოს (6:4, 3:6, 6:4) აჯობა.