დღეს, 9 ნოემბერს, 11:15 საათზე, თსუ-ში კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესი გაიხსნება.
9-12 ნოემბერს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი და არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი ატარებენ კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესს.
სამეცნიერო ფორუმზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. აღსანიშნავია ჩრდილოკავკასიელი კოლეგების მონაწილეობა კონგრესში.
ჩატარებული რიგი ღონისძიებების, ერთობლივი პროექტების განხორციელების შედეგად საქართველო იბრუნებს რეგიონისა და საერთაშორისო კავკასიოლოგიური სკოლის ლიდერის ფუნქციას.
კონგრესისათვის მომზადდა სამენოვანი მასალა 540 გვერდის მოცულობით. სამენოვანი პროგრამა 80 გვერდის მოცულობით, საპრეზენტაციო გამოცემა არნ. ჩიქობავას იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი რუსულად და სხვა პუბლიკაციები. აგრეთვე, კონგრესის სპეციალური ვებ-გვერდი www.humanities.tsu.ge /congress/
კონგრესის გახსნას დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურათა წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები.