დღეს, 9 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, "ქარვასლაში", გაიმართება ლიტველი მხატვრის და ფოტოგრაფის, მარიუს აბრამავიჩიუს ნებოისას ნამუშევრების გამოფენა, სერიიდან "რას აკეთებ ამჟამად აქ? - საქართველო 2010".
მუზეუმში მარიუს აბრამავიჩიუსის 55 ფოტო და 25 ფერწერული ნამუშევარი გამოიფინება, რომლებიც ავტორმა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში შექმნა.
გამოფენა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოში ლიტვის საელჩოა, 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.