საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დაშლა დადებითად შეაფასა. მან ხელისუფლების ქმედებას დემოკრატიული და ეფექტური უწოდა.
"რამდენიმე წლის, დიდი ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთ წლისთავზე, ძალიან საშიშმა სახელმწიფო დამნაშავემ, ბადრი პატარკაციშვილმა, გადაწყვიტა, 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოში კონტრრევოლუცია მოეწყო. მან მრავალი თვის განმავლობაში საზოგადოებრივი აზრი დაამუშავა. მინსკში შეხვდა ეფ-ეს-ბეს ორ გენერალს. 2007 წლის სექტემბრში დაითქვა თარიღი, როდის უნდა მომხდარიყო გადატრიალება. საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა სიმტკიცე და სამართალდამცავმა ორგანოებმა იმოქმედეს ძალიან ეფექტურად. ხალხს კი სიბრძნე ეყო. საქართველო არ ჩაითვლებოდა დემოკრატიულად, ეს მიტინგები რომ დაგვერბია, დაგვეშალა და შემდეგ გვეთქვა, რომ ტელევიზიები დახურულია სამუდამოდ, არჩევნები აღარ იქნება და ამის შემდეგ მე ვმართავ ქვეყანას, თქვენ აღარ გენდობით, რადგან თქვენ ურჩი ხალხი ხართ", - აღნიშნა სააკაშვილმა "თავისუფალ უნივერსიტეტში" ვიზიტისას.
მისი განმარტებით, დემოკრატია არის ის, რომ ამ მოვლენების შემდეგ მან პრეზიდენტის პოსტი დატოვა და და ხალხს ახალი პრეზიდენტის დემოკრატიულად არჩევის საშუალება მისცა.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ საქართველოს პარლამენტთან მიტინგი ცრემლსადენი გაზების, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.