საქართველო თავისუფლების ქვეყანაა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "თავისუფალ უნივერსიტეტში" ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, თავისუფლება არა არის ის, რომ მედია დღე და ღამე მთავრობას ლანძღავდეს.
"ჩემთვის ეს ტესტი ძალიან მარტივია - ნებისმიერი პოლიტიკური ერთეული, დავუშვათ, კუკავა, რომელიც 08:00 საათზე იღვიძებს. არ ვიცი, 08:00-ზე იღვიძებს თუ არა, მაგრამ რომ გაიღვიძებს "პახმელიაზე" და ტვინში აზრი მოუვა, თუ ეს საქართველომ დღის 15:00 საათზე "კურიერის" რომელიმე გამოშვებიდან გაიგო, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არის დემოკრატია", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განმარტებით, საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლების პლურალიზმი მართლა არის.