რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რადიო "ჰერეთიდან" აცნობეს.
მათი ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი მასალას ბოლო პერიოდში პანკისის ხეობასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე ამზადებს.
ლატინინა პანკისში არსებულ მდგომარეობაზე მასალას რუსულ მედიაში გააშუქებს, კერძოდ კი რადიო "ეხო მოსკვის", გაზეთ "ნოვაია გაზეტასა" და "რტვ"-ის ეთერში.
ლატინინასთან ერთად კახეთში იმყოფება რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე.