ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას.
ბანკსა და შვეიცარიულ ფონდ BPN საქართველოს შორის, გაფორმებული პარტნიორობის მემორანდუმის თანახმად, ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ბიზნეს ადმინისტრირების და დაგეგმარების კურსები დაფინანსდება. კურსის ხანგრძლივობა 3 წელია და იგი სრულად დაფინანსდება ვითიბი ბანკის და BPN საქართველოს მიერ.
კონკურსის მთავარი კრიტერიუმია იყო ვითიბი ბანკის მომხმარებელი. პირველი 5 კანდიდატი შეირჩევა მარტივი და გამჭირვალე კონკურსის მიხედვით, რომლის პირობები და სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბანკის ვებ გვედზე https://vtb.ge/ge/vtb_bpn
განაცხადები მიიღება 2021 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით