ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 14 წლის ასაკის მოზარდებისთვის მშობლების მინდობილობის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის საკითხები განიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით დარჩიაშვილმა, წარმოდგენილი ცვლილებები მოიწონა, თუმცა აღნიშნა, რომ კანონპროექტის ზოგიერთი მუხლი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს უკვე მოქმედ კანონმდებლობასთან.
იურიდიულმ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ლაშა თორდიას განცხადებით, კომიტეტის მიერ მომზადებული შენიშვნები II მოსმენისთვის სრულად იქნება გათვალისწინებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონში.
წარმოდგენილი კანონპროექტით, ცვლილებები 14 წელს მიღწეული მოზარდებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასაც შეეხება, კერძოდ, 14 წლის ასაკის ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, მშობლების მინდობილობის გარეშე აიღონ პირადობის მოწმობები.