თბილისის მოსახლეობის ყოველი მე-4 ადამიანი ნაწილობრივ ან მთლიანად დაუსაქმებელია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტატისტიკის დეპარტამენტის კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა.
"ეს კატასტროფილი მაჩვენებელია. როცა მსოფლიო ბირჟებზე 10 %-ით იმატებს ხორბლის, ფქვილის, წიწიბურას, ბრინჯის და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასი, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მძიმედ ურტყამს იმ ხალხს, ვინც სოციალურად დაუცველია. იაპონელისთვის პურის 10 %-ით გაძვირება პრობლემას არ წარმოადგენს", - განაცხადა სააკაშვილმა საქართველოს "თავისუფალ უნივერსიტეტში" სტუდენტებთან შეხვედრისას.
პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ საქართველოს მთავრობა ფასებზე გავლენას მოახდენს, მაგრამ ნაწილობრივ.
"როცა ფასები მეზობელ ქვეყნებში იმატებს, შენთანაც იმატებს - საზღვრებს ხომ არ ჩავკეტავთ?" - აცხადებს საქართველოს პირველი პირი.