ლუკა ჯავახაძე და აჩიკო ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე, 48 კგ კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა თურქ სერვეტ ანგის 7-5 მოუგო და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
აჩიკო ბოლქვაძემ (80 კგ) კი ფინალში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის წინააღმდეგ წმინდა გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ეროვნულ გუნდს ოქროს მეორე მედალი მოუტანა.