სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიადის ხმლით ფარიკაობის ტურნირის ნახევარფინალში, დრამატულ ორთაბრძოლაში 13:15 დამარცხდა უნგრელ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისთან და ბრინჯაოს მედლისთვის იფარიკავებს.
ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში სანდრო ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, სამხრეთ კორეელი სან გუკ ო დაამარცხა.
მანამდე ქართველმა მოფარიკავემ ეგვიპტელ მოფარიკავეებს მოჰაბ სამერსა და ზიად ელსისს სძლია.