აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მაიკლ პოზნერის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში "თანასწორი სამოქმედო ველი" უნდა შეიქმნას.
საქართველოში გაზაფხულისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები აშშ-საქართველოს ქარტიის ფარგლებში შექმნილი დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო.
როგორც პოზნერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიგა ბოკერიასთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკური მხარეებისთვის თანასწორი სამოქმედო ველის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი მედიამ უნდა შეასრულოს.
"დემოკრატიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია დამოუკიდებელი მედია და მისი თავისუფალი საქმიანობა. ამასთან, გაზაფხულისთვის დაგეგმილი არჩევნებისთვის თანასწორი სამოქმედო ველი უნდა შეიქმნას, რაშიც მნიშვნელოვანი როლი სწორედ მედიამ უნდა შეასრულოს", - განაცხადა მან.