აშშ-ის საელჩო ჟურნალისტიკის სკოლებს შორის ამერიკულ-ქართული პარტნიორობის პროგრამას აცხადებს.
5 ნოემბერს აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა გამოაცხადა ამერიკის მთავრობის მიერ დაფინასნებული ახალი სამწლიანი აკადემიური პარტნიორობის პროგრამა (750,000 აშშ დოლარის ღირებულების) საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (ჯიპა) და სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლებს შორის. დოქტორი ქით ქინი (პროექტის კოორდინატორი სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან), დოქტორი გიორგი მარგველაშვილი (ჯიპას რექტორი) და მაია მიქაშავიძე (ჯიპას ჟურნალისტიკის სკოლის დეკანი) საელჩოში მოწვეულ სტუმრებს ესაუბრნენ პარტნიორობის პროგრამის შესახებ.
პროგრამის ფარგლებში ჯიპას Gჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლა ითანამშრომლებს სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლასთან, რათა განავითაროს აკადემიური სწავლების ხარისხი და სტუდენტური მედია ჯიპა-ში.
პროგრამა ითვალისწინებს ჯიპას ჟურნალისტიკის სკოლის სასწავლო პროგრამების დახვეწასა და ფაკულტეტის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის თითოეული პროფესორი ერთი სემესტრის განმავლობაში წაიკითხს ლექციებს ჯიპას ჟურნალისტიკის სკოლაში. ქართველ პროფესორებს ექნებათ საშუალება, ისწავლონ სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.
პარტნიორობის პროგრამა ხორციელდება აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთნ ურთიერთობის განყოფილების მხარდაჭერით.