ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) "მოდერნას" ვაქცინა 12-დან 17-წლამდე მოზარდებში გამოსაყენებლად დაამტკიცა.
სააგენტოს პროტოკოლის თანახმად, მოზარდებში მოდერნას პრეპარატით ვაქცინაცია იმავე სქემის მიხედვით მოხდება როგორც მოზრდილებში - ორი დოზა 4-კვირიანი ინტერვალით.
მანამდე ევროკავშირის მარეგულრებელმა მოზარდებში გამოსაყენებლად "ფაიზერის" ვაქცინაც დაამტკიცა.
"მოდერნას" ვაქცინა ევროკავშირის ტერიტორიაზე მოზრდილებში უკვე დიდი ხანია გამოიყენება.
მაისის თვეში, კომპანია "მოდერნა" აცხადებდა, რომ მოზარდებში ვაქცინის ეფექტურობის კვლევა ჩაატარა. მათი ინფორმაციით, კვლევაში 12-დან 17 წლის ასაკის 3,732 მოზარდი მონაწილეობდა.
ვაქცინის გაკეთების შემდეგ, კვლევის არცერთ მონაწილეს კოვიდ-19 არ გამოუვლინდა და არც ზოგად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე შემაშფოთებელი ფაქტორი გამოიკვეთა.