ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სახელმწიფო დაზღვევის საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. აღნიშნული ინიციატივა ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ დააყენა.
კანონპროექტს პარლამენტი ხვალინდელ სესიაზე მეორე და 12 ნოემბერის სესიაზე მესამე მოსმენით განიხილავს.
შეგახსნებთ, რომ "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში" დამატებები შედის, რაც სამსახურის თანამშრომლების დაზღვევას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მოხდება მათი ოჯახის წევრების დაზღვევაც, რომელსაც ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს.
საგამოძიებო სამსახურში ამ დროისთვის 500-მდე თანამშრომელი მუშაობს.