"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას საბოლოოდ მაინც აიძულეს მერობის კანდიდატი ყოფილიყო და დღეს მისი დამარცხება საბოლოოდ გაფორმდება:
"ჯერ ხომ ციხეში ჩასვეს, შემდეგ ათქმევინეს, რომ არ გამოვიდოდა, ვერ დავიჭერდით, დაიჭირეს, გირაოზე უარი ათქმევინეს, მერე გირაოს დათანხმდა, გამოვიდა და ახლაც ამბობს, რომ არ უნდოდა ყოფილიყო მერობის კანდიდატი, იმიტომ, რომ აპრიორი იცოდა წაგებაზე და ამდენი წაგება ამ ადამიანსაც არ სურს. მე მინდა მელიას კითხვა დავუსვა, თუ "გირჩი" ცალკე აპირებს, ელისაშვილი ცალკე, თუ ის, რომ არის "ჭიჭე" ვაშაძე, ისიც ცალკე აპირებს, აბა ბოკერიასთან ისედაც ვიცით, რომ ერთი პარტია იყო ყოველთვის”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.