კომპანია "რომპეტროლ საქართველო" საუნივერსიტეტო სპორტის მხარდამჭერი ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თანამშრომლობის მემორანდუმი რომპეტროლსა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას შორის 9 ნოემბერს, 12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გაფორმდება.
მემორანდუმის თანახმად, რომპეტროლი 2010-2011 წლების განმავლობაში დაგეგმილი ყველა საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობის მხარდამჭერი იქნება და ამ ხნის განმავლობაში ყველა შეჯიბრება "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" სახელს ატარებს.
"რომპეტროლი საქართველოში უკვე 6 წელია მოღვაწეობს და ამ ხნის განმავლობაში აქტიურად უწყობს ხელს სპორტის განვითარებას. 3 წელია ვაფინანსებთ ავტოსპორტს, ასევე ვართ რაგბის და სპორტის სხვა სახეობების მხარდამჭერები, ახლახან დავიწყეთ კარტინგის განვითარების ხელშეწყობა და მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება გვერდში დავუდგეთ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობას მივცეთ შანსი მიაღწიონ სპორტულ წარმატებებს, ან თუნდაც მხოლოდ იმაში შევუწყოთ ხელი, რომ ჟანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვნენ. სწორედ ამას ემსახურება და ეფუძნება ჩვენი ასეთი გრძელვადიანი თანამშრომლობა", - განაცხადა რომპეტროლ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ალბინმა.
გეგმის თანახმად, "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადა" სტარტს უახლოეს დღეებში ქარიშხალას სპორტულ კომპლექსში სტუდენტური ლიგით ფუთსალში აიღებს, დეკემბერში გაიმართება შეჯიბრება ბილიარდის მოყვარულებს შორის და მალევე სტუდენტური ლიგა კალათბურთში. ახალი წლიდან კი "რომპეტროლიადა" სამთო-სათხილამურო სპორტში გამოავლენს გამარჯვებულებს, შეჯიბრება გუდაურში გაიმართება. გაზაფხულზე დაგეგმილია სტუდენტური კროსის ჩატარება და "უნივერსიადა 2011". ზაფხულში კი სტუდენტური თამაშები ურეკში და სტუდენტური ლიგა ფუთსალში. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შესაძლებლობები მსოფლიო უნივერსიადაზედაც გამოავლინონ, რომელიც ჩინეთში მომავალი წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება", - აცხადებს საუნივერსიტეტო სპოტრის ფედერაციის პრეზედენტი ნიკოლოზ ამაშუკელი.