"თავისუფალი აზრის სახლის" დირექტორმა ბაკურ ბაკრაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა "თავისუფალი აზრის სახლის" ინიციატივას 7 ნოემბერს "ღირსების დღის" აღნიშვნასთან დაკავშირებით.
"ხელისუფლებას სურს, ქართველ ხალხს დაავიწყოს 7 ნოემბერი, სწორედ ამიტომ დანიშნეს ამ დღეს კახეთში ილიაობა. თუმცა სამოქალაქო პროტესტი შედგა. "ღირსების წიგნის" წერა დაიწყო. უკვე 5000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. ერთი თვის განმავლობაში შეგროვება გაგრძელდება", - განაცხადა ბაკურაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ღირსების წიგნის" შექმნის ინიციატივით "თავისუფალი აზრის სახლი" 7 ნოემბერს გამოვიდა. აღნიშნული ინიციატივას 17 არასამთავრობო ორგანიზაცია და 9 პოლიტიკური პარტია შეუერთდა.