„ნაციონალური მოძრაობა“ პლენარულ სხდომებში მონაწილეობას არ ვიღებთ. არ ვაპირებთ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.
მისი განცხადებით, მისი პარტია საკანონმდებლო ორგანოში ყოველდღიურ საქმიანობას არ გააგრძელებს, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან არ გადადგება.
„ნაციონალური მოძრაობა“ პლენარულ სხდომებში მონაწილეობას არ ვიღებთ. არ ვაპირებთ, პარლამენტშიc ყოველდღიური საქმიანობა გავაგრძელოთ, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან არ გადადგება.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოხატეს და თქვეს, რომ ეს არ იყო თანაბარ პირობებში წარმართული კონკურსი. ორივე კანდიდატი არის „კლანის“ წარმომადგენელი ცესკო-დან. ჩემი ინფორმაციით, ჟვანიას ადგილზე გიორგი კალანდარიშვილის დანიშვნა უნდათ. 19 აპრილის შეთანხმებით მთავარი იყო ნდობის აღდგენა, რაც სამწუხაროდ, ვერ მოხდება, რადგან ამას აკეთებს უმრავლესობა. პირველი კენჭისყრა ჩავარდა და სავარაუდოდ, მას მესამე კენჭისყრით აირჩევენ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.