სავაჭრო ქსელის „პოპულის" გუნდმა ჟურნალისტებისთვის და ფოტოკორესპონდენტებისთვის "პოპ არტ ბარათის" თემაზე კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის ფარგლებში, მედიის წამრმომადგენლებმა სლოგანები, გარითმული ფრაზები, ექსპრომტები და ფოტოსურათები უნდა წარმოადგინონ.
კონკურსის მონაწილეებმა მასალა ელექტრონულ მისამართზე - popartkonkursi@populi.ge.გე უნდა გაგზავნონ. ყველა სლოგანი, გარითმული ფრაზა, ექსპრომტი თუ სურათი პოპულის ვებ გვერდზე გამოქვეყნდება და მათ შორის 5 გამარჯვებული ელექტრონული ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება.
საპრიზო ადგილზე გასული გამარჯვებულები 500, 400, 300, 200 და 100 ლარიანი პრემიით დაჯილდოვდებიან. სამახსოვრო საჩუქარი "პოპულისაგან" კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა.
"პოპულის გუნდისათვის მნიშვნელოვანია მედიის აზრი და მხარდაჭერა ნებისმიერ ჩვენს ახალ წამოწყებაში. ამიტომ გადავწყვიტეთ, "პოპ არტ ბარათის" დანერგვის კამპანიაში ჩავრთოთ ჟურნალისტები და ფოტოკორესპონდენტები, დავამყაროთ მათთან მეგობრული ურთიერთობა და "პოპ არტ ბარათის" პოპულარიზაციას ხელი ერთობლივად შევუწყოთ," - განაცხადა "პოპულის" პიარის დეპარტამენტის უფროსმა ლიკა მიქაუტაძემ.
გამარჯვებულთა გამოვლენის საზეიმო ცერემონია 17 დეკემბერს "პოპული XL" -ში საგამოფენო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
"პოპ-არტ ბარათის" მიღება მომხმარებლებს 17 ნოემბრიდან შეუძლიათ. ბარათი დაგროვებითი ტიპისაა - "პოპულის" ქსელში პროდუქციის ყოველი შეძენის დროს მომხმარებელს "პოპულარი" დაერიცხება. დაგროვილი "პოპულარით" მომხმარებელი აარჩევს საჩუქრებს და მონაწილეობას გათამაშებებისა და ფასდაკლებების აქციებში მიიღებს.