საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიენტ შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.
ღარიბაშვილის თქმით, პირველ რიგში, შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები „ქართული ოცნების“ მხრიდან.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები საქართველოში, ბათუმში. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტები გვეწვია. ჩვენ დღეს ერთობლივად განვიხილავთ ტრიოს ფორმატში ჩვენს რეგიონულ თაანამშრომლობას, ასევე იმ საკითხებს, რომლებიც სამივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგში.
ასევე, მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. პირველ რიგში, მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და მივყვებით ამ პროცესს. ჩვენი მხრიდან ყველა ვლდებულება შესრულდა, სრულდება ის პირობები, რომლებიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. აქვე, მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი აღნიშნულ შეთანხმებაზე, რაც ძლიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად სიტუაციის დამშვიდებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა