პარლამენტში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლა უნდა დაწყებულიყო დაძაბულობაა.
ვახტანგ გომელაურს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.
ოპოზიციონერი დეპუტატები "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით ტრიბუნასთან დადგნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მიმართა.
"ნაცმოძრაობა" სხვებს მკვლელს როგორ ეძახით? გაგიჟდით? ამოვარდით საერთოდ? გიჟები არიან. ქვეყანა გააგიჟეთ. ნაცმოძრაობა ხართ ხალხო, მკვლელებიო, როგორ ეძახით სხვას? ვინც ხელახლა კლავთ, ხელახლა კლავთ!", - თქვა მდინარაძემ
სხდომაზე ორწუთიანი შესვენება გამოცხადდა.