ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი "მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის" გამარჯვებული გახდა.
გამარჯვებულის დიპლომთან ერთად, პიანისტს ფულადი ჯილდო – 25 000 ევრო გადაეცემა.
სანდრო გეგეჭკორის ასევე გადაეცა აუდიტორიის სიმპათიის პრიზი, რომლის მფლობელიც ონლაინ ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.
მარია კანალსის საერთაშორისო კონკურსი ბარსელონაში ჩატარდა. ფინალურ ტურში გუშინ საღამოს ქართველმა პიანისტმა კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი დაუკრა.