ხვალ, 9 ნოემბერს თბილისი ისტორიის მუზეუმში, "ქარვასლაში", ლიტველი მხატვრის და ფოტოგრაფის, მარიუს აბრამავიჩიუს ნებოისას ნამუშევრების გამოფენა, სერიიდან „რას აკეთებ ამჟამად აქ? - საქართველო 2010" გაიმართება.
მუზეუმში მარიუს აბრამავიჩიუსის 55 ფოტო და 25 ფერწერული ნამუშევარი გამოიფინება, რომლებიც ავტორმა ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში შექმნა.
გამოფენა ხვალ, 17.00 საათზე გაიხსნება და 20 ნოემბრამდე გაგრძელდება, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოში ლიტვის საელჩოა.