აშშ-ში, საქართველოს საელჩოში, ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე საკუთარი ღვინოები დააგემოვნებინა სტუმრებს სიღნაღში მცხოვრებმა ამერიკელმა ჯონ ვოდერმენმაც.
წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენაც საქართველოს შესახებ. ფოტოგამოფენის ავტორი ამერიკელი ფოტოგრაფი ჯიმ მელორია. მან ფოტოები სექტემბერში საქართველოში ყოფნის დროს გადაიღო. ექსპოზიციებს შორის არის შორის უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების ფოტოები.
საღამოზე ქართული ხალხური სიმღერებიც აჟღერდა ანსამბლ „ზედაშეს" შესრულებით. დეგუსტაცია-გამოფენას დიპლომატები ესწრებოდნენ.