წლებია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მედია თუ აქტივისტური ჯგუფების სურვილი, რომ ქვეყანა რამენაირად ამოაყირაონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„მათი სურვილია, დაიბრუნონ ძალაუფლება, რომელიც მათ ქართველმა ხალხმა წაართვა, როდესაც კიდევ ერთხელ უთხრა უარი 31 ოქტომბრის არჩევნებზე. აი, აქედან გამომდინარეა მთელი ეს ტალღა, რომელიც არ ცხრება. ისინი ცდილობენ, რამენაირად გამოიყენონ ყველაფერი. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი, რომელიც გადაულახავია. ადამიანი ცოცხალი იქნება თუ გარდაცვლილი, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მიზეზი, რომ როგორმე შეძლონ მღელვარების აგორება, იქნება ეს არჩევნები, ადამიანის გარდაცვალება, პანდემია თუ სხვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.