ამ აქციებმა გამოააშკარავა, რომ არის მედია ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკური პროცესის ნაწილია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ეს ალბათ, სიახლე არავისთვის არ არის, მაგრამ განსაკუთრებით, ეს არის ის სამი ტელევიზია და მათი ხელმძღვანელები, რომლებიც ამ აქციის ორგანიზატორი გახლავთ. დღეს ვიხილეთ ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელის სამარცხვინო ქცევა, პარლამენტის დარბაზში შემოჭრა და უპატივცემულობა იმ დარბაზის მიმართ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, უპატივცემულობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკაში მათი პირდაპირი მონაწილეობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.