პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და გარდაცვილის ოჯახსა და მედიას სამძიმარს უცხადებს.
„ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და მასმედიის თითოეულ წარმომადგენელს.
შექმნილ ვითარებაში, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა საკმარისი არ არის, რადგან ერთ არაკომპეტენტურ ადამიანს მეორე ჩაანაცვლებს, სახელმწიფოებრიობის ჩამო შლა კი მაინც გაგრძელდება. დღეს ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი და არა პრემიერი, ან მინისტრები - ისინი მხოლოდ ბატონი ივანიშვილის დარგობრივი პრესსპიკერები არიან.
ჯერ კიდევ 2019 წლის 20 ივნისიდან ვითხოვ მთავრობის გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, რადგან ივნისის ცნობილი მოვლენების დროს დაწყებული კრიზისი გრძელდება და დღითი-დღე უფრო მწვავდება.
კიდევ ერთხელ ვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ოქტომბრის ბოლო კვირას და არა თვის დასაწყისში, რათა ოპოზიციურად განწყობილ ძალებს მიეცეთ სათანადოდ მომზადების საშუალება“, - ნათქვამია კახა ოქრიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.