საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში 2011 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავს.
სესიამდე კი დეპუტატები ბიუჯეტის პროექტზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.
2011 წლის ბიუჯეტი 7 მილიარდი ლარით განისაზღვრება.
მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური სფერო იქნება.