გერმანიიდან დაბრუნებულმა საქართველოს უწმინდესმა და უნეტარესმა კათალოკოს-პატრიარქის ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.
მან ქართველებს აფზახებისა და ოსების წინაშე მეტი პასუხისმგებლობისა და სითბოსკენ მოუწოდა.
"ქართველებს მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს აფხაზების წინაშე, ოსების წინაშე. ჩვენ მეტი სულგრძელობა უნდა გამოვიჩინოთ და ქართული სითბო უნდა ვაჩვენოთ მათ. რაც უფრო იგრძნეს ის სიცივე რომელშიც დღეს იმყოფებიან, მით უფრო ენატრებათ ქართული სითბო და ქართველი ადამიანი", - ქადაგებს პატრიარქი.