თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 17 წლის ბიჭი ცოფის დიაგნოზით მოათავსეს.
ყარაჯალაში მცხოვრებ მოზარდს ძაღლმა სამი თვის წინ უკბინა.
დაზარალებულმა კლინიკას სამკურნალოდ დროზე არ მიმართა, რაც ექიმების განცხადებით, მდგომარეობის გამწვავების მიზეზი გახდა.
მოზარდი მძიმე მდგომარეობაში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.
წელს ეს ცოფის მეოთხე მდგომარეობაა. წინა სამივე შემთხვევა ლეტალური შედეგიდ დასრულდა.