მოძრაობა "თალიბანი" აცხადებს, რომ ისინი აკონტროლებენ ავღანეთის ტერიტორიის 85%-ს. ამის შესახებ თალიბანის სპიკერმა South China Morning Post-თან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, მოძრაობის სპიკერმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ავღანეთის მეგობრად თვლიან და იმედოვნებენ, რომ პეკინთან გაიმართება მოლაპარაკებები, რაც ჩინეთის ავღანეთის აღორძინებაში მონაწილეობის მიღებას უზრუნველყოფს.
მისივე განცხადებით, თალიბანი არავის მისცემს უფლებას, რომ ავღანეთის ტერიტორია საზღვარგარეთ, მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმების მოსამზადებლად გამოიყენოს.
სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ალ-ყაიდას დაჯგუფების თარეში ავღანეთში წარულს ჩაჰბარდა და თალიბანი მათ აღარ მისცემს ქვეყანაში ყოფნის უფლებას.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და ნატო-ს მოკავშირეებმა ავღანეთში მისიის დასრულების შესახებ განაცხადეს. ქვეყნიდან აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო ძალების გაყვანის პროცესი.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ ავღანეთიდან ძალების გაყვანის პროცესს 31 აგვისტოს დაასრულებს.
11 სექტემბერს 20 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე თავდასხმა განახორციელა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-ყაიდამ, რასაც ავღანეთში აშშ-ისა და კოალიციური ძალების შესვლა მოჰყვა.
ავღანეთიდან ნატო-სა და ამერიკის ძალების გაყვანის ფონზე, ტეროტრისტული დაჯგუფება თალიბანი ძალებს იკრებს და ავღანეთის სულ უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებს კონტროლს.
ამერიკის სადაზვერვო ანგარიშის მიხედვით, კოალიციური ძალების გასვლიდან ექვს თვეში შესაძლოა ქაბული დაეცეს და ქვეყანა მთლიანად თალიბანის დაჯგუფების ხელში აღმოჩნდეს.