დღეს, 8 ნოემბერს, საგურამოში არსებულ ილ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მწერლის დაბადებიდან 173-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
ილ. ჭავჭავაძის ხსოვნის საპატივცემულოდ მუზეუმში ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ამ ბუმბერაზი ადამიანის ცხოვრებას და მის შემოქმედებას.
ღონისძიება 15.00 საათზე დაიწყება, სადაც ტრადიციულად მოხდება "ილიას" საპატიო მედლით ქართველი მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენელთა დაჯილდოება. Gგასულ წელს "ილიას" საპატიო ჯილდო გამოჩენილ ქართველ რეჟისორს _ რობერტ სტურუას ერგო.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საგურამოს ი. ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელობა და "ილიას საქველმოქმედო ფონდი", აგეთვე მუზეუმის მეგობართა წრე, რომელებიც მუზეუმის საკეთილდღეოდ საკუთარი წვლილის შეტანას ქველმოქმედებით ახორციელებენ.
მსგავსი საიუბილეო საღამოები საგურამოში ბოლო წლების მანძილზე სისტემატურად იმართება და ეს უკვე ტრადიციულ სახეს იძენს.
ღონისძიებას დაესწრებიან მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.