"ეროვნულ საბჭოს" წევრების მიერ გააერთიანებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით, კომენტარები გაკეთდა. "კონსერვატორმა" ლაშა ჩხარტიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კახა კუკავა პარტიას ტოვებს და ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას აყალიბებს.
"აღნიშნულ ინფორმაციას არ ვადასტურებ, უახლოეს მომავალში გაიმართება ბრიფინგი და ყველაფერი იქ გახდება ცნობილი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩხარტიშვილმა.
"ხალხის პარტიის წევრმა" კობა დავითაშვილამა კი, "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, რომ "ეროვნული საბჭო" აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგს მიმდინარე კვირის ორშაბათს, ან სამშაბათს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კახა კუკავამ "კონსერვატორების" რიგები დატოვა და ახალი პოლიტიკური ძალა - "თავისუფალი საქართველო" დააფუძნა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პარტიაში კუკავასთან ერთად მიმი გაბრიჩიძე, ოთარ ჭითანავა და ბეჟან გუნავა გაწევრიანდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კუკავას "თავისუფალი საქართველო" "ეროვნულ საბჭოში" "კონსერვატორებასა" და "ხალხის პარტიას" შეუერთდება.