ჰოლივუდის ცნობილმა ვარსკვლავმა ალ პაჩინომ, რომელსაც აპრილში 70 წელი შეუსრულდა, განაცხადა, რომ მისი მომდევნო პროექტი თრილერი "არბიტრაჟი" იქნება.
ალ პაჩინო ფილმში განახორციელებს კომპანიის ერთ-ერთ მმართველს, რომელიც ცდილობს თავისი კომპანია ერთ-ერთ მსხვილ ბანკს მანამდე მიჰყიდოს, ვიდრე, კომპანიაში განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების შესახებ, საჯაროდ გახდება ცნობილი.
სიუჟეტის მიხედვით, მოულოდნელი შეცდომა მას აიძულებს დახმარებისთვის მიმართოს იმ ადამიანებს, ვისგანაც თანადგომას ყველაზე ნაკლებად ელოდება.
ფილმში მისი პარტნიორები სუზარ სარანდონი და ევა გრინი იქნებიან.
ფილმზე სცენარისტი და დოკუმენტალისტი ნიკოლას ჯარეცკი იმუშავებს.