ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9-12 ნოემბერს კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესი გაიხსნება.
კონგრესის ორგანიზატორები არიან თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.