დღეს საქართველოს სათავეში არის არამზადათა ბანდა -აცხადებს "რუსთავი 2"-ის ეთერში პარლამენტის წევრი, პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი.
ჩარკვიანის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტაცია უნდა გამოვიდეს ქუჩაში და მოითხოვოს ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენება.
"დღეს საქართველოს სათავეში არის არამზადათა ბანდა. დღეს იყო ბანდის წარმომადგენლის განცხადება ღარიბაშვილის, ამას უნდა მიხედვა. საქართველოს სახელმწიფოებრიობას ემუქრება საფრთხე. თქვენ ხომ არ გგონიათ, ამან ახლა ჩაიარა და ჟურნალისტები ცემეს. როგორ გეკადრებათ, დღეს, საათების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრიობას იყო ბანდების ხელში და ამას ვერ აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება.
საქართველოს დეპუტაციამ უნდა იზრუნოს ცოცხალი მოძრავი ქუჩისთვის, რომელიც მოითხოვს ღარიბაშვილის გადაყენებას. ამის ვალდებულება გვაქვს. სახელმწიფოს ვკარგავთ", - ამბობს ჩარკვიანი.